logo
ENG



კრამონი საქართველოსთვის EU-ს კანდიდატობის მინიჭებაზე: ბურთი "ოცნების" მოედანზეა

08 ივნ 202214:12
3 წუთის საკითხავი
 

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ამბობს, რომ მხარს უჭერენ საქართველოსთვის EU-ს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, როგორც კი ქვეყნის მთავრობა შეწყვეტს დემოკრატიულ უკუსვლას.

ფონ კრამონის თქმით, ახლა ბურთი "ქართული ოცნების" მოედანზეა.

"საქართველოსთვის მნიშვნელოვანი დღეა, ევროპარლამენტი განიხილავს საკვანძო რეზოლუციას ისტორიულ EU-ს სამიტამდე ცოტა ხნით ადრე. საქართველოს ჰყავს სიცოცხლით სავსე, ევროპული საზოგადოება.

ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატობის მინიჭებას, როგორც კი მისი მთავრობა შეწყვეტს დემოკრატიულ უკუსვლას. ბურთი "ქართული ოცნების" მოედანზეა", - წერს კრამონი Twitter-ზე. 


close დახურვა